რუსთავში სხვადასხვა დროს შეიქმნა ოთხი მუსიკალური სკოლა. ერთი მუსიკალური სასწავლებელი. პირველი მუსიკალური სკოლა დაარსდა 50-იან წლებში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.1969 წელს პედაგოგებისა და მოსწავლეების უმეტესი ნაწილის გამოღმა ცხოვრების გამო, 32 პედაგოგი გამოეყო პირველ სკოლას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაიხსნა II სამუსიკო თავიდან ჩაიკოვსკის, შემდეგ თაქთაქიშვილის სახელობის და ახლა ფოლკლორის სკოლა.
რუსთავი ცნობილია საგუნდო კულტურის ქალაქად. თბილისელები ამბობენ: ”რუსთავში კონსერვატორია გაქვთ გასახსნელიო” და ეს ამბავი დაკავშირებულია თეიმურაზ ჯანელიძის სახელთან, რადგან ასე მიზანმიმართულად სადირიჟორო-საგუნდო კლასის შექმნაზე სხვა არავინ არ მუშაობდა. 90წ-ში და მას შემდეგ ძირითადი სტუდენტები კონსერვატორიაში საგუნდო კათედრაზე არიან რუსთაველები და ეს იყო ასევე თემურ ჯანელიძის დამსახურება. მას მოგვიანებით გვერდში ამოუდგნენ თეა ბიჭიაშვილი, ნანა ნაჭყებია, მამუკა უგულაღაშვილი და მათი მოსწავლეებიც.
საგუნდო ფესტივალზე რუსთავი იყო ბრწყინვალე. 70-იან წლებში თემურ ჯანელიძის ,,გოგონათა კამერული ანსამბლი’’ იყო მეტოქე ცნობილი ,,გორის გოგონათა ანსამბლისა’’(მოსიძე). საწორედ ჯანელიძის ანსამბლმა გამოიტანა პირველად სცენაზე საგალობელი და ამ საგალობლებს უმეტესად იღებდნენ სინფორმაციო წყაროებიდან, ვითომდა სიტყვა(ამინ-ის) გამოყენების გამო.( ასევე იყო ანსამბლი ,,რუსთავი’’). მიღწევები ჰქონდათ: საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვაგან ევროპაში. გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსთავში მუსიკალური სისტემის არსებობა არის ამ სისტემაში მომუშავე პედაგოგების პირადი დამსახურება, უზომო სიყვარული და უდიდესი პასუხისმგებლობა თავისი საქმის, მოსწავლეების, მუსიკის და ქალაქის წინაშე. ჩვენს ქალაქში მხედრიონის დროსაც არ შეწყვეტილა მუსიკალური სწავლება და სიცოცხლე.
вторник, 19 августа 2008 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий